ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
წესები და პირობები - 02.04.2024
1. ჩვენს შესახებ
კომპანია Anyday • ენიდეი
კომპანიის ელ-ფოსტა: anyday.ge@gmail.com
ტელეფონის ნომერი: 568997566 ან 568081149
- Anyday • ენიდეი ფლობს და მართავს anyday.ge პლატფორმას
- ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებს და გამყიდველს (მოვაჭრეს) აძლევს შესაძლებლობას შესთავაზონ, გაყიდონ და შეიძინონ დაბადების დღესთან დაკავშირებული პროდუქტი ან სერვისი საქართველოს მასშტაბით ჩვენი პლატფორმების გამოყენებით.
2. საკონტაქტო ინფორმაცია
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
კომპანიის ელ-ფოსტა: anyday.ge@gmail.com
ტელეფონის ნომერი: 568997566 ან 568081149
3. მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა
3.1. მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრეს ურთიერთობა
- წინამდებარე წესები და პირობებით განისაზღვრება თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების მიღების პირობები. ჩვენი სერვისის გამოყენებით, წესებს და პირობებს თქვენ ეთანხმებით, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ Anyday-ს ნებისმიერ სერვისს/პლატფორმას.
- სამართლებრივი ურთიერთობა მომხმარებელსა და გამყიდველს (მოვაჭრეს) შორის რეგულირდება კომპანიის მონაწილეობის გარეშე (თუ კომპანია Anyday • ენიდეი თავად არ არის გამყიდველი/მოვაჭრე), დამოუკიდებლად. გამყიდველი (მოვაჭრე) ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული (ან მისი მითითებით კომპანიის მიერ განთავსებული) პროდუქტის/სერვოსის შესახებ ინფორმაციის უტყუარობასა და შესაბამისობაზე. გამყიდველი (მოვაჭრე) პასუხისმგებელია პროდუქტის/სერვისის უფლებრივ და ნივთობრივ ნაკლზე, პროდუქტის დაბრუნებაზე, საგარანტიო პირობების შესრულებაზე, შეკვეთის გაუქმებაზე, არასწორ ფასზე და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული სახის პრეტენზიის დასაფიქსირებლად, მიმართეთ პირადად გამყიდველს (მოვაჭრეს). თქვენ, ასევე შეგიძლიათ პრეტენზია დააფიქსიროთ ჩვენს ქოლ-ცენტრში საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ არხებზე. დაბრუნების ფორმის შევსების/პრეტენზიის ჩვენთან დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენ მოვაჭრეს მივაწვდით ინფორმაციას დაბრუნების მოთხოვნის ან პრეტენზიის თაობაზე.
- კომპანია პასუხისმგებელია პლატფორმის განზრახ გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე, რამაც გამოიწვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებ(ებ)ის დარღვევა.
- იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია არ წარმოადგენს გამყიდველს (მოვაჭრის), კონკრეტული გასაყიდი პროდუქტის აღწერაში მითითებული იქნება გამყიდველის (მოვაჭრის) სახელწოდების, საიდენტიფიკაციო კოდის, მისამართის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრების და არსებობის შემთხვევაში მოვაჭრის მიერ შემუშავებული სხვა დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაცია რომელთა მეშვეობითაც მომხმარებელს შეეძლება გამყიდველთან (მოვაჭრესთან) სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია.
- კომპანია/მოვაჭრე უფლებამოსილია აქცია/ფასდაკლება გააუქმოს ნებიმიერ დროს.
- პლატფორმებზე ტექნიკური შეფერხების/ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გაუქმდეს შეკვეთა ან აუქციონი. კომპანია არ აგებს პასუხს პლატფორმების/აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში.
- კომპანია უფლებამოსილია პლატფორმებზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე ან კანონთან შესაბამისობა არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
- პლატფორმაზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ პლატფორმაზე შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ან/და სერვისები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.
3.2. თქვენი, როგოც მოვაჭრის/განცხადების განმთავსებლის ვალდებულებები
- თუ თქვენ გსურთ ჩვენი პლატფორმის საშუალებით მოახდინოთ თქვენი პროდუქციის/ქონების/სერვისების რეალიზაცია/გაქირავება და ა.შ, მაშინ, თქვენ, როგორც მოვაჭრე, ჩვენს პლატფორმებზე რეგისტრაციითა და წინამდებარე წესებზე და პირობებზე დათანხმებით, ასევე ეთანხმებით კლიენტის (მოვაჭრის) წესებსა და პირობებს. ჩვენი პლატფორმის სარგებლობისთვის თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები: კლიენტის (მოვაჭრის) წესები და პირობები.
3.3. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:
- თქვენ ხართ ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ, არ ხართ პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს, მომხმარებლის წესებს და პირობებს და კონფიდენციალობისა და დაბრუნების პოლიტიკებს;
- თქვენს მიერ მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. ასევე, არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
- არ ხართ ჩაბმული ან არ მონაწილეობთ არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
- არ გამოიყენებთ : ა) სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; ბ) სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით გ) სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; დ) სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან/და არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე მათი და ჩვენი თანხმობის გარეშე;
- არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს და არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება პლატფორმიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
- არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც:
- იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წესებით და პირობებით და კონფიდენციალობის პოლიტიკით ან/და არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
- მოგანიჭებთ უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც თქვენ კომპანიისგან ნებართვა არ მიგიღიათ.
3.4. გამყიდველის (მოვაჭრის) ვალდებულება
- გამყიდველი (მოვაჭრე) ვალდებულია მომხმარებელს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონელი/სერვისი.
- საქონელი/სერვისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად/სერვისად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას და მას აქვს იგივე თვისებები, რომლებიც გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის წარდგენილ საქონლის/სერვისის ნიმუშს ჰქონდა.
- გამყიდველის (მოვაჭრის) მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული აღწერის არარსებობის შემთხვევაში საქონელი/სერვისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამის საქონლად/სერვისად მიიჩნევა, თუ იგი გამოსადეგია იმ მიზნისთვის, რომლის თაობაზედაც მომხმარებელმა გამყიდველს (მოვაჭრეს) ხელშეკრულების დადების დროს აცნობა და რომელსაც ის დაეთანხმა.
4. განცხადებების/პროდუქტების ფასები, მარაგები, შეკვეთა და მისი გაუქმება
4.1. შეკვეთა
- პლატფორმებზე გამოიყენება 2 (ორი) სახის ვაჭრობის/შეკვეთის მეთოდი:
- ონლაინ ვაჭრობა/შეძენა, სადაც თქვენ კომპანიის სერვისების (ონლაინ გადახდა, დაჯავშნა...) გამოყენებით შეიძენთ სასურველ პროდუქტს/სერვისს.
- არაელექტრონული ვაჭრობა/შეძენა, სადაც თქვენსა და მოვაჭრეს შორის ურთიერთობა და ანგარიშსწორება ხდება პირადად, ჩვენგან (ან ჩვენი პლატფორმებისგან) დამოუკიდებლად. ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვართ შუამავალი პლატფორმა თქვენსა და მოვაჭრეს შორის. არაელექტრონულ ვაჭრობას დაქვემდებარებული პროდუქტების განცხადებების არჩევის შემთხვევაში, თქვენ თავად ახდენთ მოვაჭრესთან კომუნიკაციის დამყარებას და მიწოდების/ანაზღაურების/დაბრუნების/საგარანტიო პირობებზე შეთანხმებას. ჩვენი სერვისის/დაჯავშნის გამოყენება საჭიროა იმ პირობის გამო, რომ არ წარმოიშვას ჯავშნებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემა (გადაჯავშნა, 2 ან მეტი ჯავშანი იმაზე დღესა და საათზე და ა.შ) - ჩვენს პლატფორმაზე შეკვეთის განთავსება შეუძლია ყველა მომხმარებელს და ნებისმიერ პირს სერვისის შეძენა შეგიძლიათ რეგისტრაციის გარეშეც. შეკვეთის გასაკეთებლად უნდა მიჰყვეთ შეკვეთის პლატფორმის ინსტრუქციას და აუცილებელია ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც თქვენ შეიყვანთ იყოს რეალური, რათა ნებისმიერი spam პრობლემა იქნას არიდებული.
- შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე მომხმარებელს/მომსახურების მიმღებს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს შეკვეთის განთავსებისას დაშვებული შეცდომა (არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი.
- მომხმარებლის/მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, მოვაჭრე შეკვეთის მიღებას ადასტურებს ელექტრონული საშუალებით. თუმცა, შეკვეთის დამუშავების დროს (არაუმეტეს 3 დღე) შესაძლოა აღმოჩნდეს რომ გამყიდველს/მოვაჭრეს არ აქვს თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის სრულყოფილი ვერსია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას მივიღოთ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მიზეზით თქვენი შეკვეთის გაუქმების/შეცვლის თაობაზე და რომლის თაობაზეც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
- პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის (ჯავშნების, სერვისის) რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, პროდუქტის/სერვისის შეძენამდე დაგვიკავშირდით კომუნიკაციის თავში განსაზღვრული პლატფორმის ქოლ-ცენტრის ნომერზე, ჩვენ გადავამოწმებთ გამყიდველთან თქვენი სასურველი პროდუქტის/სერვისის მარაგში არსებობის ფაქტს ან დაუკავშირდით გამყიდველს პროდუქტთან/სერვისთან დაკავშირებით სწორი და უახლესი ინფორმაციის მისაღებად. ამასთანავე, თუ ჩვენი დასტურის მიუხედავად მაინც აღმოჩნდება, რომ პროდუქტი/სერვისი მარაგში არ არის, აღნიშნულის თაობაზე შეგატყობინებთ ჩვენი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები.
4.2. კომპანიის მიერ შეკვეთის გაუქმება
- კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევის, ტექნიკური შეფერხების არსებობისას, მოვაჭრის მოთხოვნით, პროდუქტის/სერვისის მარაგში არ არსებობისას, მომხმარებლის მოთხოვნით, მომხმარებლის მიერ შეკვეთის არ ჩაბარების, პლატფორმაზე არასწორი ფასის არსებობისას, როცა მომხმარებლისთვის სწორი/განახლებული ფასი მისაღები არ არის და წინამდებარე წესებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის ცალმხრივად გაუქმება, რომლის თაობაზეც აცნობებს მას.
- პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, მომწოდებლის/გამყიდველის მოთხოვნით, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს პლატფორმაზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/პროდუქტის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება ენიდეი-ს მიერ ცალმხრივად.
- კომპანიას შეუძლია დაიცვას შუამავალი პოზიცია მომხმარებელსა და გამყიდველს შორის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
- მხოლოდ ვაუჩერში გადახდილი თანხა არ ბრუნდება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა)
- მომხმარებლის მიერ განხორციელებული/დაფიქსირებული ტრანზაქციის/შეკვეთის კომპანიის მხრიდან ამ თავში განსაზღვრული საფუძვლით გაუქმების შემთხვევაში, კომპანია ვერ დააბრუნებს ვაუჩერის თანხას, რაც მომხმარებელმა გადაიხადა ტრანზაქციის/შეკვეთის გაუქმებამდე (გარდა განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა).
5. შესყიდვები და გადახდა
ჩვენი გადახდის მეთოდს ამუშავებს UniPay (unipay.com) და ჩვენ ვიღებთ გადახდის შემდეგ ფორმებს:
VISA
Mastercard
American Express
PayPal
Apple Pay
Google Pay
6.1 თქვენ თანახმა ხართ მიაწოდოთ მიმდინარე, სრული და ზუსტი შესყიდვისა და ანგარიშის ინფორმაცია სერვისების მეშვეობით განხორციელებული ყველა შესყიდვისთვის. გარდა ამისა, თქვენ თანახმა ხართ დაუყოვნებლივ განაახლოთ ანგარიშისა და გადახდის ინფორმაცია, მათ შორის ელფოსტის მისამართი, გადახდის მეთოდი და გადახდის ბარათის ვადის გასვლის თარიღი, რათა ჩვენ და Unipay-მ შევძლოთ თქვენი ტრანზაქციების დასრულება და საჭიროებისამებრ დაგიკავშირდეთ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ ფასები (ვაუჩერები/გამყიდველის მიერ მოწოდებული და შეცვლილი ფასები.) ყველა გადახდა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში.
6.2 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვასწოროთ ნებისმიერი შეცდომა ან შეცდომა ფასში, მაშინაც კი, თუ ჩვენ უკვე მოვითხოვეთ ან მივიღეთ გადახდა.
6. ცვლილებების შეტანა
- კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებში და პირობებში/დაბრუნების პოლიტიკაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პლატფორმის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენი მხრიდან ცვლილებებზე თანხმობად.
- თუ არ ეთანხმებით ჩვენს წესებს ან აღარ გსურთ ჩვენი პლატფორმებით სარგებლობა, თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პროფილის (ანგარიშის) გაუქმება.
კომპანია Anyday • ენიდეი
კომპანიის ელ-ფოსტა: anyday.ge@gmail.com
ტელეფონის ნომერი:
568997566 ან 568081149
-
ᲰᲝᲞᲚᲐ-Ს ᲕᲐᲣᲩᲔᲠᲘ
Regular price 25.00 GELRegular priceUnit price / per -
ᲣᲛᲞᲐ-ᲚᲣᲛᲞᲐ-Ს ᲕᲐᲣᲩᲔᲠᲘ
Regular price 15.00 GELRegular priceUnit price / per -
ᲓᲔᲟᲐᲕᲘᲜᲝ-Ს ᲕᲐᲣᲩᲔᲠᲘ
Regular price 15.00 GELRegular priceUnit price / per -
ᲓᲔᲟᲐᲕᲣ-Ს ᲕᲐᲣᲩᲔᲠᲘ
Regular price 15.00 GELRegular priceUnit price / per